თუ შაბათს, 12:00 სთ-მდე, “ჰამასი” ყველა მძევალს არ დააბრუნებს, ჯოჯოხეთი დაიწყება - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" 15 თებერვალს, შუადღისთვის ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლება მოსთხოვა.

 

ერთი დღით ადრე "ჰამასის" ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 15 თებერვალს დაგეგმილი მძევლების გაცვლის გადადებას აპირებენ, რადგან ისრაელი ზავის პირობებს არ ასრულებს.

 

"ჰამასი" ისრაელს პალესტინელების ღაზას ჩრდილოეთში დაბრუნებაში ხელის შეშლაში და ჰუმანიტარული დახმარების ბლოკირებაში ადანაშაულებს.

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა "ჰამასის" გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "სრული დარღვევა" უწოდა და ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.