საფრანგეთის ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარა შეაგდეს - დაშავდა 12 ადამიანი

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გრენობლის ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 2-ს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ბარში უცნობი პირი შევიდა, ხელყუმბარა შეაგდო და ადგილიდან მიიმალა. ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, მომხდარის მოტივ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ისინი ტერორისტულ აქტს არ ვარაუდობენ.

"არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იყო ტერაქტი. მომხდარი, სავარაუდოდ, პირად მოტივებს უკავშირდება", - თქვა პროკურორმა.

ასევე, დაუდასტურებელი ცნობით, თავდამსხმელს თან კალაშნიკოვის ავტომატი ჰქონდა.