ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია.

უბედური შემთხვევა ნიუ-დელიში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭყლეტა რეისების დაგვიანებამ გამოიწვია, რის გამოც სადგურზე მგზავრების კრიტიკულმა რაოდენობამ მოიყარა თავი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.