ავსტრიის ქალაქ ფილახში სირიელი მამაკაცი გამვლელს დანით დაესხა თავს

ავსტრიის ქალაქ ფილახში სირიელი მამაკაცი გამვლელს დანით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 5 ადამიანი. მათი ასაკი 14-დან 32 წლამდეა.

დამნაშავე სავარაუდოდ 23 წლის თავშესაფრის მაძიებელია სირიიდან, რომელსაც ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა ჰქონდა. ის თავდასხმის ადგილზე დააკავეს.