რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან.

მოქალაქეებმა ადგილზე 37 წლის წინ დაღუპულთა ფოტოები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამასთან, როგორც ადგილზე შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.