„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარი გადასცა. პროცესი წითელი ჯვრის შუამავლობით, ხან იუნისში შედგა.

როგორც ცნობილია, ცხედრებს შორის ბაბისის ოჯახის სამი წევრია, დედა და ორი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს.„ჰამასმა“ განაცხადებით,  დედა შვილებთან ერთად, ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა.

მეოთხე დაღუპული კი, 85 წლის ვეტერანი ჟურნალისტი ოდედ ლიფშიცია, ვისი მეუღლეც 2023 წლის ოქტომბრის მიწურულს გაათავისუფლეს.