მთავარი
არასრულწლოვან გოგონაზე 5 წლის განმავლობაში 60-მდე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა
- Details
- By Sali
- Hits: 474
ინდოელ გოგონაზე, 5 წლის განმავლობაში, 60-მდე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა. ბრალდებულებს შორის არიან მისი თანაკლასელები, ნათესავები, მეზობლები და უცხო პირები. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ხუთი წლის წინ, სოფელში მეზობელმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა და ინციდენტი ვიდეო კამერით გადაიღო. ახლა პოლიცია იძიებს, იყენებდა თუ არა შანტაჟისა და მანიპულაციისთვის მამაკაცი ვიდეო ჩანაწერს, რათა გოგონაზე სხვა მამაკაცებსაც ეძალადათ.
გოგონამ, რომელიც ახლა უკვე 18 წლისაა, ყველაფერი აღიარა მრჩეველთან, რომელიც მის კოლეჯს ეწვია. პოლიციამ საქმეზე 58 მამაკაცი დააკავა. კიდევ ორი ეჭვმიტანილი ძებნაშია გამოცხადებული. ეჭვმიტანილებს შორის არასრულწლოვანებიც არიან.
არცერთ დაკავებულს საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ არ უსაუბრია. ინდოეთის სექსუალური ძალადობის შესახებ კანონების თანახმად, გოგონას იდენტიფიცირება არ მომხდარა.
