მთავარი
ეგზიტპოლების მიხედვით გერმანიის არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა
- Details
- By Sali
- Hits: 195
გერმანიის ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების მიხედვით ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.
ARD-ისა და ZDF-ის ეგზიტპოლების თანახმად, კონსერვატორებმა, რომლებიც შედგებიან მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისგან (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირისგან (CSU), 29% მიიღეს.
ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - პარტია, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიმიგრაციული და პრორუსული პოზიციები - მეორე ადგილზეა 19.5%ით.
კანცლერ ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატებმა 16% მიიღეს.
გერმანიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურა. გერმანული მედია იუწყება ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდულად მაღალი აქტივობის შესახებ. აქტივობამ თითქმის 84% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გდრ-ისა და გფრ-ის გაერთიანების შემდეგ. 2021 წლის ბოლო ფედერალურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 76.4 % იყო
უცხოეთი
