თემურ ქეცბაია “დინამო თბილისის” ახალი მწვრთნელია

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბ “დინამო თბილისთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თბილისური გუნდის სათავეში 2028 წლამდე იმუშავებს.

58 წლის სპეციალისტი, რომელიც უკანასკნელად კვიპროსულ “ანორთოსისს” წვრთნიდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმერ კაკაშვილს შეცვლის.

ლეგენდარულ ქართველთან ერთად სამწვრთნელო შტაბში სოსო ჭედია და გელა ინალიშვილი იმუშავებენ.

თემურ ქეცბაია საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის (“დინამო თბილისი”, მოგვიანებით “იბერია”) ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1987-1992 წლებში იცავდა და მისი მაისურით ჩატარებულ 104 მატჩში 23 გოლი გაიტანა, სამჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა (1990 და 1991 წლებში) და საქართველოს თასი მოიგო (1992).

ამრიგად, ქეცბაია “დინამო თბილისში” 34-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.