"ადამიანთა უკანასკნელი ჯგუფი, რომლის იმედიც მექნებოდა თავისუფლების დასაცავად, ევროპელები არიან" - სენატორი ლინდსი გრემი

 
 
 

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირების შემდეგ ევროპელი ლიდერების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხონს: 

"სასოწარკვეთილ ევროპელებს, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ზელენსკის ლექციაზე უარის თქმის გამო: გთხოვთ, დაიცავით უკრაინა პუტინისგან.

უკვე დიდი დრო გავიდა ევროპელებისთვის, რათა ეჩვენებინათ, რომ საკუთარი კონტინენტის დაცვა შეუძლიათ. მათ თავიანთი ჯარები გაანადგურეს და როცა ევროპა ლაპარაკობს, ცუდი ბიჭი არ უსმენს. დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა უკანასკნელი ჯგუფი, რომლის იმედიც მექნებოდა თავისუფლების დასაცავად, ევროპელები არიან"