"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა დაუსრულებელი ომი, ამიტომ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები" - ზელენსკი

"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა დაუსრულებელი ომი. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები.

უახლოეს მომავალში, ყველა ჩვენგანი ევროპაში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საერთო პოზიციებს - ხაზებს, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ და ხაზებზე, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა არ შეგვიძლია.

ეს პოზიციები წარედგინება ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში. ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა და ომის დასრულების შესახებ სწორი შეთანხმება ნამდვილად ჩვენი საერთო პრიორიტეტია.

და, რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას - ყველას ჩვენს საყვარელ უკრაინაში, ვინც გრძნობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და როგორ იცვლება ისტორია, როდესაც მილიონები იცავენ თავიანთი ქვეყნის ღირსებას. ჩვენი მეომრები ფრონტზე, მთელი ჩვენი ხალხი - ვამაყობ თქვენით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. დიდი მადლობა! დიდება უკრაინას!"

- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.