როდის გაიმართება აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა - ტრამპის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება. ინფორმაციას Sky news ავრცელებს. ეს განცხადება ტრამპმა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

ამასთან, Sky News-ის ცნობითვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავენ".

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ მიიწვევს. ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაელაპარაკება.