თქვენთან მოლაპარაკებას არც კი ვაპირებ, რაც გინდათ, გააკეთეთ - ირანის პრეზიდენტი ტრამპს მიმართავს

ირანი არ გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-თან მუქარის ფონზე - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.

„ჩვენთვის მიუღებელია, რომ ისინი ბრძანებებს იძლევიან და გვემუქრებიან. მე თქვენთან მოლაპარაკებას არც კი ვაპირებ. გააკეთეთ, რაც გინდათ.

სამარცხვინოა ის, რაც თქვენ ზელენსკის გაუკეთეთ! ჩვენთვის მიუღებელია, რომ აშშ გვაძლევს ბრძანებებს და გვემუქრება. არ ვაპირებ თქვენთან მოლაპარაკებას, რა ჯანდაბაც გინდათ, ის ქენით “, – მიმართა პეზეშკიანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ერთი დღით ადრე, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანს მოლაპარაკებებში შესვლას ვერავინ აიძულებს.

დონალდ ტრამპი აპირებს ხელახლა განახორციელოს "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანია, რომელსაც პრეზიდენტობის პირველ ვადაში მიმართავდა, რათა ირანი გლობალური ეკონომიკისგან მოწყვეტილ მდგომარეობაში დატოვოს და მისი ნავთობის ექსპორტი ნულამდე დაიყვანოს.