კრემლი ადასტურებს, რომ პუტინსა და ტრამპის წარმომადგენელს შორის შეხვედრა შედგა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლში  ხუთშაბათს, გვიან საღამოს მიიღოს - ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის პრესსპიკერი დმიტირი პესკოვი ავრცელებს.

„რუსულ მხარეს მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია. უიტკოფის მეშვეობით პუტინმა ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა ტრამპს“, - თქვა პესკოვმა.

ამ დრომდე არ იყო ცნობილი, შეხვდა თუ არა პუტინი ტრამპის წარმომადგენელს. რუსულმა მედიამ ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მოსკოვი დატოვა.

შეხვედრა რომ შედგა, ეს დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა. თუმცა, ვისთან გაიმართა მოლაპარაკებები უოლცს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.