EU აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე და ახანგრძლივებს სანქციებს 2 400-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე - ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, 2 400-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უხანგრძლივებს: 

"ევროკავშირი აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე.

ჩვენ ვაგრძელებთ სანქციებს 2 400-მდე ფიზიკურ პირზე და ორგანიზაციაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, მათ შორის:

  • მოგზაურობის აკრძალვა;
  • აქტივების გაყინვა;
  • დაფინანსების/რესურსების აკრძალვა.

ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, გადამწყვეტია," - წერს ლაიენი.

 

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.