მთავარი
ტრამპის თქმით პუტინს ესაუბრა და კურსკის ოლქში ალყაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა
- Details
- By rusa
- Hits: 420
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეფონით რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
„გუშინ ჩვენ კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. არსებობს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი ომი ბოლოსდაბოლოს დასრულდეს, თუმცა ახლა ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი სრულ ალყაშია მოქცეული და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მე მკაფიოდ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს შეუნარჩუნოს მათ სიცოცხლე. ეს იქნება საშინელი სასაკლაო, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა“, - დაწერა ტრამპმა.
