რუსეთის თავდასხმა ჰერსონზე- დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

ჰერსონში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხუთი კი დაიჭრა, მათ შორის ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაშავებულებს შორის არიან 19 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და 14 წლის მოზარდი.

ექიმები აგრძელებენ დაშავებულთათვის დახმარების აღმოჩენას.

რუსეთის არმიამ ჰერსონზე ერთი დღის განმავლობაში მართვადი საავიაციო ბომბებით შეტევა ორჯერ განახორციელა, რამაც ნგრევა და ხანძრები გამოიწვია. დაზიანებულია სახლები, ავტოტრანსპორტი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.