მთავარი
დამანგრეველი ტორნადო აშშ-ში - დაღუპულია, სულ მცირე, 33 ადამიანი
- Details
- By Sali
- Hits: 159
ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დამანგრეველი ტორნადოები და ქარიშხალი დაატყდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე შტატია დაზარალებული.
NBC News-ის ცნობით, მისურის, არკანზასის, ტეხასისა და ოკლაჰომას შტატებში უამინდობა მძვინვარებდა. სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. უამრავი შენობა ნანგრევებად იქცა.
მწყობრიდან გამოსულია ელექტრომომარაგების სისტემები. ელექტროენერგიის გარეშეა ასობით ათასი მომხმარებელი. გარდა ამისა, გაჩნდა ტყის 100-ზე მეტი ხანძარი.
