Business
Latest releases
- Details
- By admin
- Hits: 87
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის სამგორის რაიონში რეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური მიზნები და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და „ქართული ოცნების“ დელეგატი სამგორში ვარლამ ლიპარტელიანი.
„სამგორში ბიზნესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი აქტიური სამრეწველო რაიონი. ზოგადად, თბილისი ეკონომიკის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი დედაქალაქზე მოდის, მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაწილი სწორედ სამგორის რაიონია. აქ სხვადასხვა პროფილის ბიზნესია წარმოდგენილი. მათ შორის, ლოგისტიკური, სამრეწველო, სამშენებლო და ა.შ. ამიტომ საინტერესო იყო ბიზნესთან დიალოგი, განსაკუთრებით ამ პერიოდში,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა იყო.
„გუშინ ჩვენ გვქონდა საარჩევნო პროგრამის წარდგენა. პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა იმ მიზნებზე, რომელიც გუნდს გააჩნია 2028 წლისთვის. კონკრეტულად როგორ შეიძლება ეს იყოს მიღწეული, სწორედ ამაზე იყო საუბარი ბიზნესთან. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ეკონომიკის წინსვლა და წარმატება არის კერძო სექტორის აქტივობის შედეგად. კერძო სექტორი უნდა იყოს და არის კიდეც წარმმართველი როლი ამ შემთხვევაში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ ყველაფერს მივაღწევთ, თუ შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას და იქნება პროგნოზირებადი გარემო საინვესტიციო კუთხით,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, დასაქმების მხრივ ხელისუფლების ამბიციური გეგმები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიღწევადი, თუკი ბიზნესს ექნება განვითარების სტაბილური გარემო და ეს ყველაფერი მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი.
ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან ასევე გამახვილდა ყურადღება განვლილ პერიოდზეც, მათ შორის, განსხვავებებზე ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებებს შორის. აქცენტი გაკეთდა ბიზნესის თავისუფლებასა და ბიზნესის ხელშეწყობის დღევანდელ პროგრამებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. „ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ბიზნეს გარემო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. საჭიროა კონკრეტული ინფრასტრუქტურული ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის, ამ რაიონში, რათა ბიზნესის წარმოება იყოს უფრო ეფექტური და შედეგიანი,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესის წარმომადგენლებთან პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა. „ძირითადად ჩვენ ვხედავთ, რომ მეწარმეების უმრავლესობა ძალიან ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, არის ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
- Details
- By admin
- Hits: 83
Separated they live in Bookmarksgrove right at the coast of the Semantics, a large language ocean. A small river named Duden flows by their place and supplies it with the necessary regelialia.
- Details
- By admin
- Hits: 83
When she reached the first hills of the Italic Mountains, she had a last view back on the skyline of her hometown Bookmarksgrove, the headline of Alphabet Village and the subline of her own road, the Line Lane.
Read more: As China Targets H&M and Nike, Local Brands See Their Chance
- Details
- By admin
- Hits: 79
The copy warned the Little Blind Text, that where it came from it would have been rewritten a thousand times and everything that was left from its origin would be the word "and" and the Little Blind Text should turn around and return to its own, safe country.
Read more: Garment Workers Who Lost Jobs in Pandemic Still Wait for Severance Pay
- Details
- By admin
- Hits: 69
The Big Oxmox advised her not to do so, because there were thousands of bad Commas, wild Question Marks and devious Semikoli, but the Little Blind Text didn’t listen.
Read more: Hong Kong Courts the Rich as China Tightens Its Grip
- Details
- By admin
- Hits: 70
Separated they live in Bookmarksgrove right at the coast of the Semantics, a large language ocean. A small river named Duden flows by their place and supplies it with the necessary regelialia.
Read more: Electric Aircraft Start-Up Accuses Rival of Stealing Its Secrets