მთავარი
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ თელ ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს
- Details
- By ani
- Hits: 130
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ მათ თელ ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაჯგუფებამ ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა.
როგორც დაჯგუფება „ჰამასში“ განმარტეს, ეს იყო პასუხი „სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სიონისტურ ხოცვა-ჟლეტაზე“.
ისრაელის მხარის ცნობით, მათ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშაბათიდან, როდესაც ისრაელმა შეტევები განაახლა, სულ მცირე, 591 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი.
