მთავარი
მომავალ ხუთშაბათს პარიზში "ნებისყოფების კოალიციის" სამიტი გაიმართება - ემანუელ მაკრონი
- Details
- By ani
- Hits: 136
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის საკითხის განსახილველად „მოსურნეთა კოალიციის“ სამიტი მომავალ ხუთშაბათს პარიზში გაიმართება.
BFMTV-ის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში, ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.
ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს უკრაინული და ამერიკული მხარის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ამ მხრიდან, რუსეთის მხრიდან, ნაწილობრივი, ძალიან არასანდო პასუხი, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დროებითი უარია“, - თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ აღნიშნული პასუხი ცხადყოფს, რომ „ამ ეტაპზე რუსეთს გულწრფელად არ სურს მშვიდობა“.
