გერმანია უკრაინისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოყოფს

გერმანიის მოქმედი მთავრობა დამატებით 3 მილიარდი ევროს (3.3 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების გამოყოფას დათანხმდა უკრაინისთვის, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა ფინანსური რეფორმის გეგმა დაამტკიცეს, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში.

წერილში ნათქვამია,  რომ 2025 წლისთვის დამატებით 2.547 მილიარდი ევრო გამოიყოფა. სხვა ხარჯებთან, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის კომპენსაციებთან ერთად, მთლიანობაში გერმანიის დახმარება 3 მილიარდ ევროს მიაღწევს.