ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი კიევში ჩავიდა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კიევში ჩავიდა.

„დღეს დილით პრეზიდენტი პეტრ პაველი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება“, – ნათქვამია ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ ინფორმაციაში: 

"20 მარტს პეტრ პაველ ოდესაში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანა.

ჩეხეთის პრეზიდენტი ოდესაში ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და რეკონსტრუქციის მინისტრს, ალექსეი კულებას, ოდესის ოლქის ხელმძღვანელობას, ასევე მიკოლაევისა და ხერსონის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონის მხარდაჭერის საკითხი განიხილებოდა.

ჩეხეთის რესპუბლიკას დახმარების სახით გადაცემული აქვს საბრძოლო მანქანები, უპილოტო საფრენი აპარატები, დამცავი ჟილეტები, სიგნალის ჩამხშობი, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა, როგორებიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი და სამედიცინო საწოლები“,