ევროკავშირის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ან შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან ჯარების "უპირობო გაყვანაა"

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ან შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან ჯარების "უპირობო გაყვანაა".

"უკრაინაში რუსული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შეცვლისთვის ან მოხსნისათვის", - თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

გუშინ, 25 მარტს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რამდენიმე ბანკისთვის სანქციების მოხსნასა და SWIFT-ის სისტემაში დაბრუნებას ასახელებს.