პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც პუტინს ეშინია.

„საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც მას ეშინია, თავად იგი მოახდენს ამაზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. ჩვენი პარტნიორები თუ იმდენად ძლიერები იქნებიან, რამდენადაც არიან, თუ ისინი მოისურვებენ არა სუპერ ძალის, არამედ უბრალოდ საკუთარი რეალური ძალის დემონსტრირებას, თუ ისინი ზეწოლას მოახდენენ პუტინზე, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, მას ამის ეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების დესტაბილიზაციის გარდა, პუტინს საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

„ეს დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ, ამავდროულად, მის ასაკზეც. ფაქტია, რომ ის მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება. მისი საკითხი, შეიძლება, იქამდე დასრულდეს, ვიდრე ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. აი, რისი ეშინია მას“, – თქვა ზელენსკიმ.