კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - მათ შორის 6 ბავშვია

ოკუპანტების მიერ კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია. ბოლო მონაცემებით, იერიშის დროს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 34 კლინიკაში გადაიყვანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიწვა რამდენიმე ავტომობილიც.

წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმისას ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.