მთავარი
აშშ-ში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა
- Details
- By rusa
- Hits: 355
აშშ-ში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ვაშინგტონში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებების გამო.
აქციის ორგანიზატორებმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ მიტინგზე 20 000-ზე მეტი ადამიანის დასწრება იყო მოსალოდნელი. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციები დაგეგმილი იყო აშშ-ის ყველა შტატში, ასევე მექსიკასა და კანადაში.
დღესვე დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ევროპის ქალაქებში.
