მთავარი
ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო 25%-იან ტარიფს უწესებს
- Details
- By rusa
- Hits: 119
ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო 25%-იან ტარიფს უწესებს, რომელიც 22 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციაზე გავრცელდება და ძალაში 15 აპრილიდან შევა.
რამდენიმეკვირიანი კონსულტაციების შემდეგ წევრი ქვეყნები, ევროკომისია და ინდუსტრიები შეთანხმებამდე მივიდნენ. პროდუქციის ჩამონათვალში ხვდება ალუმინი და ფოლადი, თამბაქო, ნუში, ფორთოხლის წვენი, სოიოს მარცვალი, ფრინველის ხორცი და იახტები. თუმცა საფრანგეთისა და ირლანდიის დაჟინებული პოზიციის შემდეგ სიაში აღარ მოხვდა ამერიკული ბურბონი.
25%-იანი ტარიფის დაწესება ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომების პირველი ნაბიჯია და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ 26 მილიარდი ევროს ღირებულების ალუმინსა და ფოლადზე მარტში დაწესებული ტარიფების გამო შემუშავდა.
ალუმინსა და ფოლადის გარდა, დონალდ ტრამპმა 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ხოლო 20% -სხვა დანარჩენ პროდუქციას.
ევროკომისია ასევე მუშაობს საპასუხო ტარიფების მეორე ეტაპზეც, რომლის დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
