დონალდ ტრამპი ევროპიდან 10,000 ჯარისკაცის გამოყვანას გეგმავს

ამერიკული გამოცემა NBC News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული 10,000 ჯარისკაცის გამოწვევას გეგმავს.

ეს ჯარისკაცები იმ დანაყოფების შემადგენლობაში შედიან, რომლებიც ევროპაში პრეზიდენტმა ბაიდენმა ჯერ კიდევ 2022 წელს, აღმოსავლეთ ევროპული საზღვრის გამაგრებისთვის განათავსა.

როგორც წყაროები NBC News-თან ამბობენ, დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება იმ მოლაპარაკების ნაწილია, რომელსაც ის რუსეთის პრეზიდენტთან მართავს.

როგორც ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნები არიან, თუკი აშშ-ის ხელისუფლებამ ჯარისკაცები გამოიყვანა, ევროპაში გაღვივდება ეჭვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის “მიტოვებას” გეგმავს.

მათივე თქმით, ევროპაში ამერიკული ჯარის შესუსტებით რუსეთის ფედერაცია იხეირებს, რომელიც შიდაევროპულ საკითხებში უფრო აქტიურად ჩაერთვება. თავად ამერიკა ამ გადაწყვეტილებას ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში ევროკავშირის უფრო მეტი ჩართვის აუცილებლობით ხსნის.