ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ათობით ქვეყანაზე დაწესებულ მაღალ ტარიფს 90 დღით აპაუზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ის წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ

-ს სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასა და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს

გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში", - წერს ტრამპი.

რაც შეეხება ჩინეთს, ტრამპმა ბეიჯინგს ტარიფები 125%-მდე გაუზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე  25%-იანი ტარიფი დააწესა. მოგვიანებით ჩინეთმა ამერიკას საპასუხო 34%-იანი ტარიფები დაუწესა, რამაც ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტარიფების დაწესებაზე უარს არ იტყოდა, ბეიჯინგის წინააღმდეგ დამატებით ტარიფებს დააწესებდა.