მთავარი
ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი, მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა - მაკრონი
- Details
- By rusa
- Hits: 302
ემანუელ მაკრონის თქმით, ტრამპის წინადადების მიუხედავად, რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი:
„დღეს დილით ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრში, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა მოქალაქეებს შორის. მათ შორის ისევ არიან ბავშვები.
დღეს ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი. მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური წინადადებებისა.
აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა რუსეთი აიძულო, შეწყვიტოს ცეცხლი. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს პარტნიორებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად.“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ „იქსში“.
