მთავარი
ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ - დონალდ ტრამპი
- Details
- By rusa
- Hits: 137
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის შეხვდა მრჩევლებს და ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ირანზე გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, 12 აპრილს, ომანში აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მხარეებმა მას პოზიტიური, კონსტრუქციული უწოდეს. როგორც თეირანში განმარტავენ, აშშ-ისა და ირანის გუნდები სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და შეხვედრას ომანის წარმომადგენლობა შუამავლობდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 19 აპრილს გაიმართება.
