მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 28 სექტემბერს ჩატარდეს

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 28 სექტემბერს ჩატარდეს. ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუმ განაცხადა.

„დღეს მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ დეპუტატებთან ერთად დავარეგისტრირეთ გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების 28 სექტემბერს ჩატარებას გვთავაზობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მომავალი არჩევნები გადამწყვეტი იქნება მოლდოვისთვის.

„ჩვენი მიზანია, ამ არჩევნებზე გარანტირებული გავხადოთ, რომ არ გადავუხვევთ მშვიდობისა და განვითარების გზიდან, რომ ქვეყანა არ დაბრუნდება კრემლის მითითებების კონტროლის ქვეშ და რომ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, – განაცხადა გროსუმ.

ცნობისთვის, ამჟამად სოციოლოგირ გამოკითვებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტია ლიდერობს.