მთავარი
"მივცემთ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს" - ტრამპი მიგრანტების „თვითდეპორტაციის პროგრამას“ აანონსებს
- Details
- By iaiaia
- Hits: 202
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "თვითდეპორტირების“ პროგრამის დაწყების შესახებ აანონსებს. ამის შესახებ მან Fox Noticias-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება NBC News.
ტრამპის განმარტებით, ახალი პროგრამა ითვალისწინებს მიგრანტებისთვის სტიპენდიის და თვითმფრინავის ბილეთის მიცემას. სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა იმუშავებს ემიგრანტებთან, რათა მათ შეერთებულ შტატებში დაბრუნების საშუალება მიეცეს „თუ ისინი კარგად მოიქცევიან“.
"ჩვენ მათ სტიპენდიას მივცემთ. ჩვენ მათ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს მივცემთ და შემდეგ მათთან ვიმუშავებთ. თუ ისინი კარგები არიან, თუ გვინდა, რომ უკან დაბრუნდნენ, ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ, - აღნიშნა ტრამპმა.
