იემენის პორტზე აშშ-ის თავდასხმას 38 ადამაინი ემსხვერპლა

იემენის საწვავის პორტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ იერიშს სულ მცირე 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის მხარდამჭერ ჯგუფებზე თავდასხმები დაიწყო, გუშინდელი შემთხვევა ერთ-ერთ ყველაზე მწვავეა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა იერიში მიიტანა იემენის საწვავის დასავლეთ პორტზე, რაც მიზნად ისახავდა ჰუსიტების დაჯგუფებისთვის საწვავის წყაროს განადგურებას. თავდასხმის შედეგად, უცხოური მედიის ცნობით, 102 ადამიანი დაშავდა.

აშშ-მა განაცხადა, რომ არ აპირებს შეწყვიტოს შუა აღმოსავლეთში ტრამპის მიერ წამოწყებული ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ოპერაცია მანამ, ვიდრე ჰუსიტები წითელ ზღვაში ტვირთების გადაზიდვას აფერხებენ.

2023 წლის ნოემბრიდან ჰუსიტები წითელ ზღვაში ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასხმების პროტესტის გამო, სატრანზიტო გემების წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს იყენებენ. თავდასხმები ღაზაში 2-თვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შეჩერდა, თუმცა გასულ თვეში ისრაელის მიერ შეთანხმების დარღვევის გამო, ჰუსიტებმა თავდასხმების განახლება დააანონსეს.