უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს 11 ადამიანი ემსხვერპლა - დაიბომბა პასკის საწარმოც

წითელ პარასკევს რუსეთის მიერ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - სულ მცირე 119, მათ შორის ბავშვები.

როგორც Kyin Independent იტყობინება, 18 აპრილის დილას რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ხარკოვზე, რასაც სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა საცხოვრებელი სახლები და ქალაქის საგანმანათლებლო ინსტიტუტი. ორი ადამიანი ემსხვერპლა საარტილერიო შეტევას ქალაქ ნიკოპოლში. ბოლო 24 საათში განხორციელებულ თავდასხმებს ხერსონის ოლქში 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ სუმაში დრონებით თავდასხმას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ადგილობრივი უწყებების ცნობით, შეტევის დროს დაიბომბა საკონდიტრო საწარმო, სადაც სააღდგომო ნაწარმი, მათ შორის პასკები მზადდებოდა.