რუსმა სამხედროებმა „სააღდგომო ზავის“ პირობები დაარღვიეს - ზელენსკი

ფრონტის ხაზზე სხვადასხვა მიმართულებით რუსული დანაყოფების მიერ უკვე განხორციელდა 59 სროლა და ხუთი თავდასხმის ოპერაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მიერ, მისთვის მიწოდებული მოხსენების თანახმად, რომელიც ბოლო რამდენიმე საათების მდგომარეობას უკავშირდება.

ზელენსკის ანგარიშში ნათქვამია, რომ შეტაკებები დონეცკის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის რეგიონში მოხდა, სადაც რუსებმა არტილერია და დრონები გამოიყენეს:

„ჩვენი მეომრები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა გააგრძელებს სარკისებურად მოქმედებას

ზოგადად, აღდგომის დილით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის ზოგადი შთაბეჭდილება, მაგრამ ზოგჯერ არ წყვეტს წინსვლისა და უკრაინისთვის დანაკარგების მიყენების ინდივიდუალურ მცდელობებს“.

შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.