ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩიეს

კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.

დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.