ზელენსკი და ტრამპი სატელეფონო საუბარს მართავენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბარს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„პრეზიდენტი ზელენსკი სატელეფონო საუბარს მართავს პრეზიდენტ ტრამპთან. დეტალების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა.

საუბრის თემები და კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და უკრაინის მხარდაჭერას.