მთავარი
რუსეთ-უკრაინის მემორანდუმზე ხელი უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უნდა მოაწეროს - მოსკოვის მორიგი მოთხოვნა
- Details
- By ani
- Hits: 114
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, მაქსიმ მუსიხინის განცხადებით, რუსეთთან მემორანდუმის გასაფორმებლად და ხელის მოსაწერად, უკრაინამ ახალი ხელისუფლება უნდა აარჩიოს. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.
მუსიხინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ადამიანმა, რომელსაც ამის "ლეგიტიმაცია აქვს".
"მნიშვნელოვანია ის, თუ ვისი ხელმოწერა იქნება დოკუმენტზე, რადგან ახლა, უკრაინის მოქმედ "ხელმძღვანელს" უკვე დიდი ხნის დაკარგული აქვს შიდა ლეგიტიმაციაც კი, არა თუ გარე. შესაბამისად, შესაძლოა, იყოს გარკვეული პრობლემები დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებით, თუ მას ასეთი პირი მოაწერს ხელს. საჭიროა, რომ უკრაინელმა ხალხმა თავისუფალ გარემოში აირჩიოს თავისი ახალი ხელმძღვანელი. მაშინ ხელის მომწერე იქნება ლეგიტიმური", - თქვა მუსიხინმა.
