მთავარი
ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა
- Details
- By iaiaia
- Hits: 67
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა X-ზე დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდს "სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა სერტიფიკატი" კანონის შეუსრულებლობის გამო გაუუქმა.
"ეს გაფრთხილება იყოს ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის," - დაწერა მან.
ჰარვარდის უნივერსიტეტმა განცხადებაში ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯს "უკანონო უწოდა.
"ჩვენ სრულად ვართ ვალდებულნი შევინარჩუნოთ ჰარვარდის შესაძლებლობა, უმასპინძლოს ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც 140-ზე მეტი ქვეყნიდან არიან და უსაზღვროდ ამდიდრებენ უნივერსიტეტს - და ამ ერს...
ეს საპასუხო ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას და ძირს უთხრის ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას," - აღნიშნულია განცხადებაში.
უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 საერთაშორისო სტუდენტი ჩაირიცხა, რაც სტუდენტთა 27%-ს შეადგენს.
