უკრაინის ყოველი დაბომბვით მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მოსკოვშია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება:

„ყოველი მსგავსი დაბომბვით მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მოსკოვშია. უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა – როგორც სრულად, ასევე ცაში. ეს ყველაფერი უგულვებელყფილია. აშკარაა, რუსეთზე საჭიროა გაცილებით ძლიერი ზეწოლა, რომ იყოს შედეგი და დაიწყოს რეალური დიპლომატია. ჩვენ ველოდებით სასანქციო ნაბიჯებს აშშ-ისგან, ევროპისგან და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების წინააღმდეგ მხოლოდ დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს, ცეცხლი შეწყვიტოს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება და მხარს გვიჭერს. 

გასული ღამე კიევში რთული იყო. მოსკოვმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 250 დრონი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ირანული „შაჰედებია“, ასევე, 14 ბალისტიკური რაკეტა. ზელენსკის ცნობით, არიან დაშავებულები და დაღუპულები. დაზარალდნენ ოდესის, ვინიცის, სუმის, ხარკოვის, დონეცკის, კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები."