რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულდა

რუსეთმა და უკრაინამ დაასრულეს ტყვეების გაცვლის პროცესი, რომელზეც სტამბოლის მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. მხარეებმა ტყვეები პრინციპით 1000-1000-ზე სამ ეტაპად განახორციელეს.

ტყვეების გადაცემის ბოლო ეტაპი დღეს შედგა. უკრაინასა 303 ადამიანი დაბრუნდა, ასევე 303 ტყვე გადაეცა რუსეთის მხარეს. ტყვეთა გადაცვლაში მონაწილეობდნენ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები.