მთავარი
ვლადიმერ პუტინი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა
- Details
- By ani
- Hits: 102
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს. როგორც ცნობილია, შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე კრემლის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ჰაკან ფიდანთან შეხვედრას გეგმავდა.
