ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

მედიის ინფორმაციით, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად, თელ ავივში არიან მსუბუქად დაშავებულები.

მათი რაოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

ცნობილია, რომ რაკეტები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა, სადაც სამაშველო ეკიპაჟები ტერიტორიის დათვალიერებას აწარმოებენ. გავრცელებული ცნობით, დაზიანდა გარკვეული შენობებიც.

ირანული მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის ერთი ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს, პილოტი კი დაკავებულია.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს და „მთელი ქვეყანა ცეცხლის ქვეშაა.“