მთავარი
ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა - არიან გარდაცვლილები
- Details
- By rusa
- Hits: 259
გასულ ღამეს, ირანის იერიშის შედეგად ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.
ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ისრაელის ჩრდილოეთით, ქალაქ ტამრაზე დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4-მდე გაიზარდა.
ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურებით მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.
