ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - დონალდ ტრამპი

ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა - განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს გაავრცელა. 

განცხაება ტგრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში გამოაქვეყნა (თბილისის დროით დილის 9 საათისთვის) და მხარეებს სთხოვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ნუ დაარღვევენ.

“ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად ამოქმედდა. გთხოვთ, არ დაარღვიოთ”  - დაწერა ტრამპმა

„ისრაელი და ირანი ჩემთან ერთდროულად მოვიდნენ და თქვეს: "მშვიდობა!’" მე მივხვდი — დრო დადგა“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი. 

მისი თქმით, ორივე ქვეყანა მომავალში ელოდება „სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას“.

„მათ შეუძლიათ ბევრი მოიგონ, მაგრამ ასევე ბევრი დაკარგონ, თუ სწორ გზას გადაუხვევენ“, — აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ამერიკელებს ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში ყატარი დაეხმარა. როგორც CNN  წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპმა ესაუბრა ყატარის ემირს, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის, და აცნობა, რომ აშშ-ის ძალისხმევით ისრაელი დათანხმდა ირანთან მშვიდობაზე.

წყაროების ცნობითვე, ტრამპმა ყატარს სთხოვა, ირანისგანაც მიეღო ანალოგიური თანხმობა. 

ამის შემდეგ უკვე ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დეტალები შეათანხმა ალ თანისთან. მანამდე ტრამპმა უკვე გააკეთა ხმაურიანი განცხადება ისრაელსა და ირანს შორის ტოტალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.მან განაცხადა, რომ ზავის დაწყება იმ მომენტში მოხდება, როცა ქვეყნები დაასრულებენ თავიანთ "ბოლო მისიებს". თავდაპირველად, ირანი შეწყვეტს ცეცხლს ექვსი საათით, შემდეგ — ისრაელი, და 24 საათის შემდეგ „მსოფლიო ოფიციალურად მიესალმება ომის დასრულებას.“