მთავარი
7 ან 8 ივლისს დავიწყებ მოლაპარაკებებს ჩინეთთან TikTok-თან დაკავშირებით შესაძლო გარიგებაზე - ტრამპი
- Details
- By rusa
- Hits: 299
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 7 ან 8 ივლისს დაიწყებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან TikTok-თან დაკავშირებით შესაძლო გარიგებაზე.
მისი თქმით, აშშ-მა პრაქტიკულად მიაღწია შეთანხმებას TikTok-ის გაყიდვაზე.
„ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს დავიწყებთ მოლაპარაკებებს ჩინეთთან, შესაძლოა, პრეზიდენტ სისთან ან მის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, მაგრამ პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გასულ თვეში პრეზიდენტმა ტრამპმა 17 სექტემბრამდე გაახანგრძლივა ვადა ჩინურ კომპანია ByteDance-ისთვის, რათა მას გაეყიდა TikTok-ის ამერიკული აქტივები.
