საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში ხანძრის გამო მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა

საფრანგეთის სამხრეთით, ტყის ხანძრის გამო მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა. როგორც France 24 იუწყება, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება ძლიერი ქარის გამო.

აეროპორტის განცხადებით, რეისები შეჩერდა დღეს შუადღიდან, ნაწილი კი ნიცაშია გადაამისამართებული. არ არის ცნობილი, როდის განაახლებს აეროპორტი მუშაობას.

ხანძარი მარსელის ჩრდილოეთით, ლე პენ-მირაბოსთან არის გავრცელებული.
160-ზე მეტი მეხანძრე და ვერტმფრენები მუშაობენ ცეცხლის ჩასაქრობად.
მოქალაქეებს ეთხოვათ დარჩნენ სახლებში, დახურონ კარ-ფანჯრები და არ გადაადგილდნენ გზებზე.

ქალაქის ნაწილს კვამლი აქვს დაფარული, მისი სუნი კი უკვე ცენტრალურ უბნებშიც იგრძნობა. ლე პენ-მირაბოს მახლობლად კი განხორციელდა ევაკუაცია.