უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ კიევში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ჩინეთის ორი მოქალაქე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ კიევში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ჩინეთის ორი მოქალაქე.

უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ჩინეთის მოქალაქეები ცდილობდნენ „ნეპტუნის“ ტიპის უკრაინული რაკეტების წარმოების შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის ქვეყნიდან გატანას.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული კიევის ერთ-ერთი ტექნიკური სასწავლებლის ყოფილი სტუდენტია, რომელიც კიევში უარყოფითი აკადემიური მოსწრებისთვის 2023 წელს დარჩა.

მეორე დაკავებული მისი მამაა, რომელიც ჩინეთში ცხოვრობდა, თუმცა პერიოდულად უკრაინაში ჩადიოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყოფილი სტუდენტი ცდილობდა უკრაინელის გადაბირებას, რომელსაც კავშირი ჰქონდა უახლესი შეიარაღების წარმოებასთან.